ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის მიმართულების გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებით - ანა ცქიფურიშვილი, ივა ვასაძე და თამარ ჩხიტუნიძე, საერთაშორისო ლტოლვილთა, ჰუმანიტარულ და სისხლის სამართლის კონკურსში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა!
შეჯიბრი ლუბლიანაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პატრონაჟით გაიმართა.
ეს გახლავთ პირველი გუნდი თსუ-ს საერთაშორისო იმიტირებული სასამართლოების იმ 7 გუნდიდან, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღია კონკურსით შეირჩა ივლისში, 2018-2019 სასწავლო წელს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
გუნდის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საბა ფიფია და ონისიმე ცხომელიძე (დოქტორანტი).