ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-16

კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია თსუ-ში


  2 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, გაიმართება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩევლის, კარი ტაპიოლას, საჯარო ლექცია თემაზე – შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებაში.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე, თარგმანის უზრუნველყოფით.

ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06

Print

« იხ. ყველა სიახლე