ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-14

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს ტრენერების შესარჩევ კონკურსს პროფესორ–მასწავლებლებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის!

. . . . საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი პროექტთან კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს გაგნგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის   წევრებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად .

ტრენერების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადვოკატებს , იურიდიული ფაკულტეტების / სამართლის სკოლების პროფესორ მასწავლებლებს და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებს .

ტრენინგების ჩატარებისას ტრენერებმა უნდა გაითვალისწინონ სამართლებრივი სწავლების თანამედროვე მეთოდები / ინტერაქტიულ სწავლება ტრენინგის მონაწილეთა აქტიური ჩართვა დისკუსიაში .

ტრენერები შეიჩევა კონკურსის საფუძველზე . კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ საბუთებზე დაყრდნობით , ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრებას .

ტრენინგების ჩატარებამდე კონკურსის მონაწილეები   გაივლიან სპეციალურ მომზადებას 2 სასწავლო მოდულის მიხედვით :

სასწავლო მოდული #1

ადამიანის   უფლებების დაცვის ევროპული და საერთაშორისო პროცედურები
სასწავლო მოდულის შემსწავლელი კურსის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და პროცედურები განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების დაცვის და სამართალწარმოების პროცედურებზე . კურსის მსვლელობისას ასევე განხილული იქნება ევროპულ და საერთაშორისო ინსტანციებში სარჩელის დაშვების მატერიალური და ფორმალური წინაპირობები ; დამუშავდება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სარჩელის ფორმები და ახალი პროცედურები .

სასწავლო მოდული #2

დისკრიმინაცია და მასთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები
სასწავლო მოდულის შემსწავლელი კურსის ფარგლებში , განხილული იქნება ის შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები , რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისკრიმინაციისა და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით . კურსი ფარავს იმ სანქციათა სრულ სპექტრს , რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს დისკრიმინაციის შემცველი ქმედებების შემთხვევაში . განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადმინისტრაციულ , კერძო და სისხლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე . ასევე , განხილული იქნება ევროპულ და საერთაშორისო ინსტანციებში ადვოკატირების წინაპირობები და პროცედურები .

 

დაინტერესებულმა   პირებმა   ქართულ   ენაზე   უნდა   წარმოადგინონ :

გთხოვთ , წერილში მიუთითოთ კონკრეტულად რომელი სასწავლო   მოდულით ხართ დაინტერესებული .

საბუთების   მიღების ბოლო ვად აა 18 დეკემბერი  (18:00  საათამდე ) .

გთხოვთ, საბუთები გამოგზავნოთ     ელ .   მისამართზე :   sascavlocentri@gba.ge

დამატებითი   ინფორმაციისთვის   დაგვიკავშირდით :
ტელ : (+995 32) 2 987878 / 555070786 / 555010605 / 55500770 8

Print

« იხ. ყველა სიახლე