ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-21

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!



 

სასწავლო პროცესი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლების ყველა საფეხურზე განახლდება მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს. როგორც მოგეხსენებათ, მეორე აკადემიური კორპუსის სარემონტო სამუშაოების გამო იურიდიულ ფაკულტეტს უწევს სასწავლო სემესტრის დაგეგმვა სხვადასხვა კორპუსებში. იურიდიული ფაკულტეტი ბოდიშს უხდის თავის სტუდენტებს ამ უხერხულობისთვის, რომელიც გაგრძელდება ამ სემესტრის მანძილზე.

აკადემიური რეგისტრაცია - საგნების არჩევა იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის დაიწყება 27 სექტემბრის 17 საათზე. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები საგნების არჩევას შეძლებენ 27 სექტემბრის 18:00 საათზე.

იურიდიული ფაკულტეტი სასწავლო პროცესი ძირითადად დაიგეგმა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, სადაც ჩატარდება სავალდებულო დისციპლინები და სასემინარო მუშაობა (სავალდებულო საგნებში სალექციო ნაკადები ძირითადად ჩაინიშნა (1) ილია ვეკუას სახელობის  აუდიტორიაში  - მაღლივი კორპუსის უკან, მათემატიკის ინსტიტუტის შენობა. აუდიტორიას აქვს განცალკევებული შესასვლელი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ; (2) მაღლივი კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე დიდ აუდიტორიებსა და (3) მე-12 სართულზე მდებარე აუდიტორიებში - დაწვრილებით იხილეთ ცხრილი).

არჩევითი დისციპლინები არსებული თანამშრომლობის ფარგლებში  უნივერსიტეტების შეთანხმებით ჩატარდება თბილისის ღია უნივერსიტეტის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2), მეშვიდე სართულზე.  რადგან სტუდენტთა ნაწილს, არჩევით საგნებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში დარჩენილი აქვს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესები, ამ სავალდებულო დისციპლინების გარკვეული სალექციო ნაკადები და შესაბამისი სასემინარო სამუშაოები შეთავაზებულია ასევე ღია უნივერსიტეტის შენობაში.

ამასთან  გაცნობებთ, რომ იურიდიულმა ფაკულტეტმა განაახლა სამართლის საბაკალავრო პროგრამა. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით გაიზარდა სავალდებულო საგნების რაოდენობა. ამავე დროს, ფაკულტეტმა გადახედა არჩევითი დისციპლინებს და ზოგიერთ არჩევით საგანზე საბჭოს გადაწყვეტილებით ითქვა უარი. 

მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს ყველა მიმართულებით. პრაქტიკული კურსები ჩატარდება მცირე ჯგუფებში და საშუალებას მისცემს სტუდენტებს ამა თუ იმ მიმართულებით  გაიუმჯობესოს  პრაქტიკული უნარები. რადგან პრაქტიკული კურსი ასევე ითვალისიწნებს იმიტირებული პროცესის ელემენტებს, მიმდინარე სემესტრში პრაქტიკული კურსების ნაწილი ჩატარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოსა და საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში (დაწვრილებით იხილეთ ცხრილი). სტუდენტებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ იმ პრაქტიკულ კურსებზე, რომელიც მათთვის ხელსაყრელია დროისა და ადგიმდებარეობის გათვალისწინებით.

სასემინარო მუშაობის ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებ გვერდზე განთავსდება 3 ოქტომბრის  17 საათზე. სასემინარო ნაკადების არჩევა შესაძლებელი იქნება 5 ოქტომბრის 17 საათიდან.

აკადემიური რეგისტრაცია - კლინიკის კომპონენტზე რეგისტრაცია - მაგისტრატურის სტუდენტებისათვის დაიწყება 24 სექტემბერს (24 სექტემბრის 17 საათისთვის იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მეორე მოდულის კლინიკების გასაუბრების შედეგები). პირველი მოდულის საგნები გაიხსნება lms.Tsu.ge-ს  ბაზაში და მათზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 27 სექტემბრის 18 საათიდან. მესამე მოდულის კლინიკებზე გასაუბრებები ჩატარდება 24-28 სექტემბერს, ხოლო შედეგები იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 1 ოქტომბრის  17 საათზე.

მაგისტრატურის საფეხურზე ასევე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ სამართლის სამაგისტრო პროგრამას. მაგისტრატურის საფეხურზე სალექციო მეცადინეობები დაიგეგმა პირველ აკადემიურ კორპუსში.
Print

« იხ. ყველა სიახლე