სტუდენტური დასაქმების ფარგლებში, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკარის ფუნქციების შესასრულებლად ცხადდება კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე და ავტობიოგრაფია (CV). საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ა.წ. 19 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები. გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 27 სექტემბერს 11.00 საათიდან სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში.
თსუ ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია