ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს - პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, - ნაშრომების კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.
კონფერენციაზე მოქმედებს ორი სექცია:
I სექცია - პროფესორ იროდიონ სურგულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა;
II სექცია - სამართალი (თემატიკა: საკონსტიტუციო სამართალი, სამართლის ისტორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია).
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ამასთანავე, საკონკურსო ადგილების მიხედვით დადგენილია შემდეგი ოდენობის საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი;
II ადგილი - 300 (სამასი ლარი);
III ადგილი - 200 (ორასი) ლარი.
ნაშრომების წარმოდგენის საბოლოო თარიღია 2018 წლის 15 დეკემბერი.
საკონფერენციო მოხსენებასთან დაკავშირებით დადგენილ მოთხოვნებსა და, ზოგადად, კონფერენციის შესახებ, დეტალურად იხილეთ დებულება.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტზე: res.institute@tsu.ge