ბეჭდვა |/ დახურვა |
2014 წლის 10 თებერვალს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. იმისთვის,
რომ გახდეთ ნოტარიუსი, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ევროპის იურისტ სტუდენთა ასოციაცია
საქართველოს ორგანიზებით 2014 წლის 23 იანვარს
, 1
1
:00 საათზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში გაიმართება
საინფორმაციო სახის შეხვედრა
დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებთან. შეხვედრაზე ნოტარიუსთა
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველები
მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებსა და ამომწურავ ინფორმაციას, თუ
რისთვის
და როგორ უნდა ჩავაბაროთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რა ეტაპებს
მოიცავს და
როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის,
სად შევიტანოთ
საბუთები კონკურში მონაწილეობის მისაღებად,
ვინ თავისუფლდება საკვალოფიკაციო გამოცდისგან და ა.შ.
გამოცდას ატარებს საქართველოს
იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მასში
მონაწილეობის
მიღების
უფლება
აქვს
უმაღლესი
იურიდიული
განათლების
მქონე
საქართველოს
ქმედუნარიან
მოქალაქეს
.
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროსა
და
ნოტარიუსთა
პალატის
ერთ
-
ერთ
მთავარ
პრიორიტეტს საქართველოს
ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის სანოტარო
მომსახურების
ხელმისაწვდომობა
წარმოადგენს
.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად
248 მოქმედი ნოტარიუსია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა
მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა.
შესაბამისად,
კიდევ 52 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს შანსი, დაიკავოს ნოტარიუსის
თანამდებობა! მაქსიმალური ხელშეწყობით ისარგებლებენ ის კანდიდატები, ვინც
ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებას
ნოტარიუსის გარეშე დარჩენილ 7 რეგიონიდან ერთ-ერთში გადაწყვეტენ.
გამოიყენეთ შანსი, ჩააბარეთ
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გახდით თქვენი რაიონის ნოტარიუსი!
გისურვებთ წარმატებებს!