ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-20

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ გამარჯვებულები



  მიმდინარე წლის 9-11 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეათედ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომელიც საიას ღონისძიების - „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში იმართება.
წელს ოლიმპიადაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა. ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.

  შესარჩევი რაუნდებისა და ნახევარფინალის შემდგომ, 11 დეკემბერს გაიმართა ფინალი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორი, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და დონორების რჩეული.
მონაწილე 8 გუნდს შორის ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამარჯვებული გუნდი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საუკეთესო მოსარჩელე და საუკეთესო მოპასუხე. საკონსტიტუციო სასამართლომ კი თავისი რჩეული მონაწილეები დაასახელა, რომლებსაც ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. წელევანდელ ოლიმპიადაზე სასამართლომ სამი სტუდენტი შეარჩია - ლელა მაჭარაშვილი (თსუ), დავით ღოლიჯაშვილი (თსუ) და ზაზა ზანგურაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტი).
ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი და ევროპის საბჭო.



Print

« იხ. ყველა სიახლე