2018-02-07
12 თებერვალს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი
კლაუს კრესი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:
„აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედება“.
კლაუს კრესი არის კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტის, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების - რომის სტატუტისა და, შემდგომ, აგრესიის დანაშაულის შემადგენლობის ჩამოყალიბების საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში.
აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ახლახან, 2017 წლის 15 დეკემბერს, ნიუ-იორკში, რომელიც უნდა ამოქმედდეს მიმდინარე წლის 17 ივლისს.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი:
ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №107.
« იხ. ყველა სიახლე