ბეჭდვა |/ დახურვა |
23 ოქტომბერს, 13 : 00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებითა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართება უინძორის უნივერსიტეტის (კანადა) იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ კრისტოფერ უოტერსისა და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ანეკე სმითის შეხვედრა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებთან.
მისამართი : ი . ჭავჭავაძის გამზ . 3 , თსუ მეორე კორპუსი , საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
15:00 საათზე, ჩატარდება ერთობლივი სიმპოზიუმი შემდეგ თემებზე:
1) „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ახალი შეიარაღების გამოწვევა“. მომხსენებელი – პროფ. კრისტოფერ უოტერსი; თანამომხსენებლები: პროფ. ქეთევან ხუციშვილი; სამართლის დოქტორი საბა ფიფია.
2) „მიმდინარე თემები ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალსა და პოლიტიკაში: შედეგები საქართველოსთვის“. მომხსენებელი – ასოც. პროფ. ანეკე სმითი; თანამომხსენებელი – პროფ. ქეთევან ხუციშვილი.
სამუშაო ენა – ინგლისური
მისამართი : ი . ჭავჭავაძის გამზ . 1, თსუ პირველი კორპუსი , აუდიტორია №06