2016-11-07
მიმდინარე წლის
10 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში, გაიმართება „საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის“ (International Law Student’s Association - ILSA) ქართული ფილიალის - “ILSA Georgia”-ს პრეზენტაცია.
პრეზენტაციას გახსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე.
« იხ. ყველა სიახლე