გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ,,სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში.
სწავლის საფასურის ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე.
დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1.
პირადობის მოწმობის ასლი;
2.
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
3.
ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
4.
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
5.
აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი;
6.
რეკომენდაცია უმაღლეი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
7.
სამოტივაციო წერილი;
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისათვის განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით.
მის: შარტავას ქ. №7 (ქალაქ თბილისის მერიის კანცელარია)
პატივისცემით,
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია