ბეჭდვა |/ დახურვა |
პროგრამის,, სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/ და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2019 წლის 10 დეკემბრ ის ბრძანება №:306/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი.
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 116 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ში წინა სემესტრში მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1)
პირადი
განცხადება
იურიდიული
ფაკულტეტის
დეკანის
სახელზე
განცხადების
ფორმა.
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) წინა სემესტრის განმავლობაში (2019 წლის 18 მარტიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტების ასლები (დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2019 წლის 18 მარტიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით;
5) იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
6 ) ,, საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით (10–დან 17 საათამდე, შესვენება 13-დან 14 საათამდე), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ . №3, ოთახი N117. (თსუ- ის II კორპუსი)
გისურვებთ წარმატებებს !