ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-19

იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს! განმარტებები აკადემიური რეგისტრაციების პროცესთან დაკავშირებით


   აკადემიური   რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის დაიწყება   23   სექტემბრის 1 2 :00   საათზე .   ყველა საგანი   გაიხსნება ერთდროულად .  

ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური  თანმიმდევრობით  შემდეგი განრიგით :  

23 სექტემბრის 18:00 საათიდან - 18:30 საათამდე;

 

აკადემიური   რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის, რომელთაც ბაზაში უფიქსირდებათ II, III, IV და შემდეგი სემესტრები დაიწყება   21   სექტემბრის 1 7 :00   საათზე .   ყველა საგანი   გაიხსნება ერთდროულად .

საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური  თანმიმდევრობით  შემდეგი განრიგით :  

22   სექტემბრის   - 18 :00  საათიდან   - 18 : 30   საათამდე ;
23 სექტემბრის 18:00 საათიდან - 18:30 საათამდე;

 

გახსოვდეთ ,   რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება  „   primo in tempore, potior in iure     ( დროში პირველი უფლებაში უპირატესი ).     

დისციპლინები : კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი (პროფესორი ლადო ჭანტურია), საკორპორაციო სამართლის პრობლემები   (პროფესორი ლადო ჭანტურია), გერმანიის სასამართლოს კლასიკური და ახალი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემებზე (სამართლის დოქტორი, მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი–ჰედრიხი), მედიცინის სისხლის სამართალი, დოგმატიკა და პრაქტიკა ( სამართლის დოქტორი, მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი–ჰედრიხი) ტარდება ინტენსიური კურსის ფორმატით . ამ დისციპლინების ჩატარების დრო ფაკულტეტის ვებ . გვერდზე განთავსდება მოგვიანებით . დისციპლინაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს ამ დისციპლინების დაწყების თარიღი გეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით . გთხოვთ , გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის ( ტელეფონის ნომრის ) სისწორე , რათა შეძლოთ ინფომაციის დროული მიღება .

ინფორმაციის გაცვლის მიზნით შექმნილია ჯგუფი , სადაც შეგეძლებათ თქვენთვის საინტერესო საკითხების დაზუსტება .

https://www.facebook.com/groups/515194375342133/

Print

« იხ. ყველა სიახლე