იწყება 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება.
შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:
I მოდულის კლინიკები
•
პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
•
იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი, სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
•
მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი, კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი);
II მოდულის კლინიკები:
• საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
• სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
• საადვოკატო და საარბიტრაჟო კლინიკა (10 კრედიტი);
• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი);
• მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო სტაჟირება (10 კრედიტი. კლინიკაში საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია მაგისტრანტს გავლილი ჰქონდეს 20 კრედიტიანი მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა);
• პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი.კლინიკაში საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია მაგისტრანტს გავლილი ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
• ოჯახური ძალადობისგან დაცვისა და ქალთა უფლებების დაცვის კლინიკა (10 კრედიტი);
• აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი);
• ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი);
• პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი);
• დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი);
• იურიდიული ფირმა „ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
• ერისთავის იურიდიული ჯგუფის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
• „მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის “ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი);
• საკონსტიტუციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი);
• სამართლებრივი დახმარების ცენტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კლინიკა (10 კრედიტი);
• სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო სასამართლოში (10 კრედიტი);
• სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, (10 კრედიტი);
• ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი);
• ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა (10 კრედიტი).
• საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის კლინიკა (10 კრედიტი)
დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული
ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე anakharaishvili@yahoo.com
კლინიკებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი .
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით .
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს (577 47 55 15)