ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-26

საფაკულტეტო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია


  ა/წ 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, I კორპუსის მუზეუმის დარბაზში, გაიმართა 2016 წლის 8-9 ივნისს , ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თსუ - ის სტუდენტთა 76- სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

კონფერენციაზე მუშაობდა ხუთი სექცია , რომელზეც გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები :

კერძო სამართლის მიმართულების სექცია

ბაკალავრიატი

I ადგილი - შორენა გვილავა ( თემა - საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დისკრიმინაციის ნიშნების ღია დაბოლოების მიზანშეწონილობა )

II ადგილი - რევაზ დეკანოსიძე , ეთო რუხაძე ( თემა - კორპორაციული საფარველის გაჭოლვა, როგორც პასუხისმგებლობის შეზღუდვის უარყოფის საფუძველი )

III ადგილი - თამარ ლილუაშვილი , თამარ ხუხია ( თემა - ფორმადაუცველობა, როგორც შრომითი ხელშეკრულების დამაბრკოლებელი გარემოება )

მაგისტრატურა

III ადგილი - ბექა ხიტირი ( თემა - მეწარმე სახელმწიფო: სახელმწიფო, როგორც სამეწარმეო საზოგადოების აქციონერი ან/და პარტნიორი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში )

ჟიურის რჩეული

ხატიჯე აიქალ ( თემა - დაზღვევის ხელშეკრულების ფორმა )

სისხლის სამართლის მიმართულების სექცია

ბაკალავრიატი

I ადგილი - ელისაბედ შენგელია ( თემა - კანონის უკუძალის აკრძალვა )

II ადგილი - გიორგი გამხიტაშვილი ( თემა - არაპირდაპირი განზრახვისა და საფრთხის დელიქტების ურთიერთმიმართება და მიზეზობრივი კავშირის პრობლემა საფრთხის დელიქტებში )

III ადგილი - შოთა მახათაძე , ნინო თედეშვილი ( თემა - ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა )

საჯარო სამართლის მიმართულების სექცია

ბაკალავრიატი

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით :

I ადგილი - ნინო საიქოძე , ელენე გაგნიძე ( თემა - პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული კერძო და საჯარო ინტერესის თანაფარდობა და უფლებაში ჩარევის საფუძვლიანობის კრიტერიუმები )

II ადგილი - სალომე კალაიჯიშვილი ( თემა - უწყებრივი ქვემდებარეობისა და განსჯადობის პრობლემა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში )

III ადგილი - ანა ცქიფურიშვილი , თეონა ქარელი ( თემა - ეწინააღმდეგება თუ არა პრეიუდიციული გასაჩივრების წესი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს )

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით :

I ადგილი - გიორგი ალავერდაშვილი ( თემა - საქართველოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საგარეო უფლებამოსილებანი 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში )

II ადგილი - ონისე წულაია , თამარ ონიანი ( თემა - ადამიანის პატივის ხელშეუხებლობა – ზოგადი მიმოხილვა )

III ადგილი - არჩილ ჯავახიშვილი ( თემა - საქართველოში მონარქიის აღდგენის სამართლებრივი პერსპექტივა )

საერთაშორისო სამართლის მიმართულების სექცია

ბაკალავრიატი

I ადგილი - გიორგი ჩახვაძე ( თემა - საერთაშორისო ჩვეულების გამოყენების პრაქტიკა საზღვაო სამართალში )

II ადგილი - მარიამ ჯანელიძე ( თემა - რესტიტუციის პრინციპები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის (პინეიროს პრინციპი) მათი პრაქტიკული დანერგვის მნიშვნელობა )

სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებათა სექცია

ბაკალავრიატი

სამართლის ისტორიის მიმართულებით :

I ადგილი - დავით ხურციძე , ნანა შამათავა ( თემა - სახელმწიფო დარბაზის რაობა და მნიშვნელობა ივანე ჯავახიშვილთან )

სამართლის მეთოდების მიმართულებით :

I ადგილი - გვანცა ბაიდოშვილი ( თემა - უმრავლესობის მორალი, როგორც ჰეტერონომიური წესრიგი )

II ადგილი - მარიამ ფირცხალაიშვილი ( თემა - სამართლიანობა, როგორც სამართლის ღირებულებითი მასშტაბი )

III ადგილი - თეონა ჯანაშია ( თემა - შრომის სამართლის საჯაროდ თუ კერძოდ დიფერენციაციის საკითხი ქართულ სამართალში )

Print

« იხ. ყველა სიახლე