იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და სემინარების არჩევა შესაძლებელი იქნება 19 სექტემბრის 17:00 საათიდან.
ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.
ბაზები საბოლოოდ დაიხურება 23 სექტემბრის 12 საათზე.
არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.
19 სექტემბრის 17:00 საათიდან სასემინარო ჯგუფების გააქტიურებასთან ერთად ბაზები კვლავ გაიხსნება და შესაძლებელი იქნება საგნებზე არსებულ თავისუფალ ადგილებზე და მათ სასემინარო ჯგუფებზე რეგისტრაცია. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ შესაძლებლობებისა და თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით გაიზარდა ადგილები ზოგიერთი დისციპლინის თქვენთვის სასურველ ნაკადებზე.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით, თითოეულ საგანზე შეთავაზებულია ასისტენტ პროფესორების რამდენიმე ნაკადი, შესაძლოა სტუდენტმა ბაზაში ცვლილების განხორციელების გარეშე, სემინარის ხელმძღვანელთან შეთანხმებით სემინარზე იაროს იმავე სემინარის ხელმძღვანელის სხვა ჯგუფში).
თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში. ამასთან ერთად, თუკი სტუდენტი ასეთი დამთხვევის მიზეზით მიმართავს პროფესორს, ხოლო შემდეგ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას, აღნიშნული განიხილება სტუდენტის მხრიდან არაეთიკურ საქციელად და შესაძლებელია გახდეს ფაკულტეტის საბჭოს მსჯელობის საგანი.
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 23 სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ გამოსწორდება მხოლოდ სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევები.
გვინდა განმარტება გავაკეთოთ ზოგიერთ დისციპინასთან დაკავშირებით, კერძოდ: სალექციო საკონტაქტო საათების რაოდენობა სავალდებულო დისციპლინებში: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II და სისხლის სამართლის პროცესი არის კვირაში 4 საათი. ბაზაში ტექნიკურად ამის ასახვა ვერ ხერხდება, თუმცა აღნიშნული სალექციო საათები სრულად ასახულია იურიდიული ფაკულტეტის ვებ.გვერდზე განთავსებულ და ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე გამოკრულ ცხრილებში.
გაცნობებთ, რომ ბაზაში გააქტიურდა ახალი საგანი „ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოება“ (წინაპირობა – სამოქალაქო სამართლის პროცესი), მოწვეული ლექტორი ალექსანდრე წულაძე. ასევე, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან დისციპლინის „იურიდიული მართლწერა და არგუმენტაცია“ ახალ ჯგუფში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.