ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-20

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC) გიწვევთ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად


   არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC) იწვევს უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტების ბაკალავრიატის III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს  იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ხსენებული ორგანიზაცია უკვე მეექვსე წელია რაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“.
 
  2016 წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით დაგეგმილია იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება მოქალაქეობის და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე. აღნიშნული ლოგიკური გაგრძელებაა იმ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიისა, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ხორციელდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მოიცავს შეხვედრების ციკლს სტუდენტებისათვის, მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე.

იმტირებული სასამართლო პროცესის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი.
Print

« იხ. ყველა სიახლე