ბეჭდვა |/ დახურვა |
ლ.ნ. გუმილიოვის სახელობის ევრაზიის ნაციონალური უნივერსიტეტი (ყაზახეთი) აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების განაცხადების მიღებას IX საერთაშორისო კონფერენციაში „მეცნიერება და განათალება - 2014“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. კონფერენციის სამუშაო ენებია ყაზახური, რუსული და ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა მიმდინარე წლის 31 მარტამდე კონფერენციის ორგანიზატორებს ელექტრონულად უნდა გადაუგზავნონ:
1. მოხსენების ტექსტი, რომელიც შექმნის ნათელ წარმოდგენას ავტორის მიერ გაწეული სამუშაოს ხასიათის, შინაარსისა და შედეგების შესახებ. მოხსენების ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 1997-2003 წლების Wor d -ის პროგრამაში ფონტით Times New Roman , შრიფტით 12, ინტერვალით 1 და მინდვრებით 20 მმ. ცხრილები, სქემები და სურათები უნდა ატარებდნენ სახელებს და უნდა ჰქონდეთ ნუმერაცია. მოხსენების მოცულობა უნდა შეადგენდეს 3-5 გვერდს.
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ფაკულტეტის ხელმძღვანელობის რეკომენდაცია;
3. განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:
3.1 განმცხადებლის სახელი, გვარი;
3.2 სტატუსი (სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი, პედაგოგი);
3.3 მოხსენების სახელწოდება;
3.4 სექცია (იურიდიული მეცნიერებები);
3.5 ქვესექცია:
3.5.1 სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, შრომის სამართალი;
3.5.2 სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, კონსტიტუციური სამართალი;
3.5.3 სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, კრიმინოლოგია;
3.5.4 ეკოლოგიური სამართალი, მიწის სამართალი, სამეწარმეო სამართალი;
3.5.5 საერთაშორისო სამართალი;
3.6 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, ორგანიზაცია;
3.7 მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა;
3.8 მონაწილეობის ფორმა: დასწრებული/დაუსწრებელი
ზეპირი მოხსენება პლენარულ სხდომაზე;
ზეპირი მოხსენება სექციის სხდომაზე
მხოლოდ პუბლიკაცია
განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაგზავნილ იქნეს შემდეგ ელ. ფოსტაზე: omirzakov_pk@enu.kz
იგეგმება მოხსენებების ელექტრონული კრებულის (ISBN კოდით) გამოშვება. მოხსენებები განთავსდება ლ.ნ. გუმილიოვის სახელობის ევრაზიის ნაციონალური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.