ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-03-13

ძვირფასო სტუდენტებო!




ძალიან ვწუხვართ, რომ ამ მოულოდნელმა გლობალურმა საფრთხემ შეცვალა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორთა სემესტრული გეგმები. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ დარჩეთ/დაბრუნდეთ სახლში და მისდიოთ სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება უმივერსიტეტებში 1 აპრილიდან განახლდება.  მანამდე კი, 23 მარტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი განახორციელებს დისტანციური სწავლების ელემენტების პილოტირებას.  აღნიშნული საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გასცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც სასწავლო პროგრამებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. ამ მიზნით, მოდიფიცირებული იქნება შეფასების სისტემაც. დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გეცნობებათ დამატებით.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სილაბუსების შესაბამისად LMS.TSU.GE ბაზიდან მიიღებენ გაციფრებული სახით ლექციების მასალებს, ასევე სალექციო აუდიჩანაწერებს, ე.წ. პოდკასტების ფორმატში,  სალექციო პრეზენტაციებს.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფაკულტეტს უწევს შექმნილ გარემოებებთან ადაპტირება და შემჭიდროვებული ვადებიდან გამომდინარე, შემოთავაზებულ მოდელს ექნება გარკვეული ხარვეზები, რასაც, ვფიქრობთ, ერთობლივი აქტიური ჩართულობით გავუმკლავდებით. LMS.TSU.GE ბაზას დაემატება ახალი გრაფა - ელექტრონული სწავლების კომპონენტთან დაკავშირებული პრობლემები, საიდანაც შეგეძლებათ მოგვწეროთ ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების თაობაზე.


ფაკულტეტი აგრძელებს მუშაობას სასემინარო ჯგუფების ფორმატთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ ინფორმაციას  აღნიშნული მიმართულებით. 


მიაქციეთ ყურადღება, რომ IT სამსახურის მიერ განხორციელდა თქვენი საუნივერსიტეტო საფოსტო მისამართის განახლებაც. ყველა სტუდენტს LMS.TSU.GE საკუთარ პორტალზე აესახა თსუ ელექტრონული ფოსტის პირადი კორპორაციული მისამართი შესაბამისი პაროლით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტა უზრუნველყოფს სტუდენტის ხელმისაწვდომობას საუნივერსიტეტო სერვისებზე, მათ შორის, ელექტრონული სწავლების კომპონენტებზე.




დამატებითი კითხვების შეგიძლიათ მოგვმართოთ LMS.TSU.GE ბაზიდან ან ისარგებლოთ ცხელი ხაზით:

▪ ბაკალავრიატი (+995 32) 2 250484 → შიდა 2231 ან 2234

▪ მაგისტრატურა (+995 32) 2 250484 → შიდა 2229 
Print

« იხ. ყველა სიახლე