ბეჭდვა |/ დახურვა |
2015 წლის, 6 აპრილი, 18:00 საათზე, თსუ I კორპუსის ნულოვან სართულზე, 006 აუდიტორიაში გაიმართება შრომის სამართლის სტატიათა ორი კრებულის პრეზენტაცია:
შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები
შრომის სამართლის სტატიათა კრებული III
შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები შემუშავებულია შრომის კოდექსში 2013 წელს შესული ცვლილებების ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ ამავე წლის ოქტომბერში გაიმართა კონფერენცია, რომელიც ამცვლილებების სამართლებრივ მიმოხილვას ეძღვნებოდა. კრებულში შესული სტატიები სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებში განხილულ თემებზე და კონფერენციაზე გამოთქმული მომსაზრებებისა და მიგნებების ირგვლივ აიგო და დამუშავდა.
შრომის სამართლის სტატიათა კრებული III წარმოადგენს სტატიათა კრებულის მესამე გამოცემას, რომელიც მიმოიხილავს აქტუალურ შრომით სამართლებრივ საკითხებს. მასში სტატიების გარდა გადმოცემულია საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილებები შრომის სამართალში.
პრეზენტაცია ორგანიზებულია თსუ- ი ს იურიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ.