ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-12

ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში!

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" გაიხსნება. 

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. 

ღონისძიებას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები. 

კონფერნციაზე იმუშავებს 5 სექცია, მათ შორის სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე