თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის რეზოლუციით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში (II კორპუსი, 117-ე ოთახი), 4 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით.
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა და დამტკიცება ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
დამატებითი ინფორმაცია საიტზე დაიდება მოგვიანებით.
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში.