ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-18

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის შეხვედრა სტუდენტებთან


  ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 17:00-ზე, თსუ II კორპუსის 217-ე აუდიტორიაში, გაიმართება საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტებთან  და საგანმანათლებლო პროგრამების წარდგენა. განათლების ხელშეწყობის ფონდის საწესდებო მიზნებია:     საგანმანათლებლო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, იურიდიული ბიბლიოთეკისა და ელექტრონული საინფორმაციო ცენტრის შექმნა, საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება, სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში და იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში. ფონდში ფუნქციონირებს შემდეგი საგანმანათლებლო კომპონენტები:  იმიტირებული სასამართლო პროცესები, საპარლამენტო დებატების კლუბი, იურიდიული ბიბლიოთეკა, საჯარო დისკუსიების კლუბი და სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა.
Print

« იხ. ყველა სიახლე