აკადემიური რეგისტრაციები გრძელდება და დისციპლინებზე ადგილები დაემატება დღეს, 30 სექტემბერს 17:00 საათზე. საგნებს ადგილები დაემატება ანბანური თანმიმდევრობით.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა sms.tsu.ge-დან შემოსული თქვენი განაცხადები და მოთხოვნად საგნებს დაემატება ადგილები. დაემატება ახალი ნაკადი დისციპლინაში ,,საქმისწარმოება სასამართლოში“. ლექციები ჩატარდება ოთხშაბათობით: 20:00 21:00 საათზე. ადგილები ვერ დაემატება დისციპლინას - იურიდიულ პროფესიათა ეთიკა, რადგან კურსის ფორმატი ითვალისწინებს მუშაობას მცირე ჯგუფებში. იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ აღნიშნული დისციპლინა ასევე იქნება შეთავაზებული გაზაფხულის სემესტრში.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ პირველი სემესტრის მაგისტრანტებისათვის შეთავაზებულია 10/20 კრედიტიანი კლინიკები. გასაუბრების შედეგები ცნობილი გახდება მიმდინარე წლის 3-4 ოქტომბერს. პირველსემესტრელი მაგისტრანტების ნაწილი თავის დაზღვევის მიზნით მაინც დარეგისტრირდა შეთავაზებულ საგნებზე. მათი უმეტესობა გასაუბრების წარმატებულად გავლის შემთხვევაში არჩევანს კლინიკებზე გააკეთებს. ამდენად, დიდი ალბათობით, 3 ოქტომბრიდან ზოგიერთ დისციპლინაზე გამონთავისუფლდება ადგილები და იქნება შესაძლებელი რეგისტრაცია.
თუკი დღესაც ვერ დარეგისტრირდით სასურველ დისციპლინაზე, გთხოვთ კვლავ გამოაგზავნოთ შეტყობინება sms.tsu.ge-დან სასურველი დისციპლინის მითითებით. აღნიშნული იქნება გათვალისწინებული ადგილების შემდგომი დამატების აუცილებლობის შემთხვევაში. ბაზა საბოლოოდ დაიხურება 7 ოქტომბრის 17 საათზე.