გიზიარებთ ინფორმაციას მართლმსაჯულების სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართება და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონკურსში მონაწილეობის საშუალებას სტუდენტებსაც აძლევს (სამართლის საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსის ან სამართლის სამაგისტრო სწავლების სტუდენტს).
მიმაგრებულ ფაილში იხილავთ განცხადების ტექსტს და მოცემულ
ბმულზე ფეისბუქ event- ს.
საბუთების გადმოგზავნის ბოლო დღე გახლავთ 20 ივნისი.
ღონისძიებას მხარს უჭერენ:
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში;
ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი (EU4Justice);
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG);
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF);
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის“
ევროკავშირის, UNDP-ის და და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ (HR4ALL).
სკოლა ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით.