2016-10-03
ა/წ 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა გერმანელ მოსამართლეთა 23 კაციან დელეგაციასთან.
დეკანი, პროფ. ირაკლი ბურდული, ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ბესარიონ ზოიძე, და კერძო სამართლის მიმართულების ასისტ. გიორგი ამირანაშვილი სტუმრებს მიაწვდიან ინფორმაციას ქართულ შრომის სამართალში ფაკულტეტის კვლევით პროექტებსა და გამოცემულ პუბლიკაციებზე; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ქ-ნი მზია თოდუა, ისაუბრებს შრომით დავებზე სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებზე, რის შემდეგადაც, გაიმართება დისკუსია.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის წევრები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
მის.: თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (№135)
« იხ. ყველა სიახლე