ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-15

ლექცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო სამართალში

 

  დისციპლინაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო სამართალი ლექცია ჩატარდება 22 სექტემბერს 10:00 საათზე შსს ახალ შენობაში (კახეთის გზატკეცილი, მეტრო ვარკეთილიდან 100 მეტრი).

  აღნიშნული სასწავლო კურსი არის სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სფეროში. სასწავლო კურსი სიღრმისეულად შეასწავლის სტუდენტებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო სამართლისა და ასევე საერთაშორისო საჯარო სამართლის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებს, მათ შორის: ორგანიზებულ დ ანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი თავისებურებას (INTERPOL, EUROPOL, SELEC, GUAM, BSEC, UNODC), საპოლიციო თანამშრომლობას ისეთ დანაშაულებებზე როგორიცაა: ბრძოლა ტერორიზმთან, მეკობრეობასთან, ტრეფიკინგთან, ნარკოდანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან და სხვა. ასევე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვა პოლიციის სფეროში, რეადმისიის შეთანხმებები, ორმხრივი ხელშეკრულებების მომზადება, ცალმხრივი და მრავალმხრივი დეკლარაციების სამართლებრივი საკითხი, საქართველო და ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, პოლიციის რეფორმა და სხვა. ლექციების დროს სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე ინფორმაციას არსებული პრაქტიკის შესახებ.

  ლექცია გაიმართება შსს რეფორმებზე, რომელიც არის დისციპლინის სილაბუსის შემადგენელი ნაწილი.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო საპოლიციო სამართალს არა როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ დარგს, არამედ დაინახონ მისი არსებობის კომპლექსური ხასიათი და ურთიერთქმედება სამართლის სხვა დარგებთან.

  გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი (კანონი პოლიციის შესახებ და კანონი სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ) და საკანონმდებლო ცვლილებები (კანონში დიპლომატიური სამსახურის შესახებ, რომლითაც შეიქმნა პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ინსტიტუტი), მეტად მნიშვნელოვანია ახლადშექმნილი საგნისა და სასწავლო კურსის სტუდენტებისათვის გაცნობა, რაც თავის მხრივ მომავალ პრაქტიკოსებს, გამომძიებლებს ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ეფექტური გამოძიების განხორციელებაში, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების სწორი გამოყენებისა და მიმართვის საფუძველზე.

  გარდა ამისა სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ შსს–ს შესაბამისი ქვედანაყოფები: 112, პოლიციის აკადემია, შსს–ს ახალი შენობა და კრიმინალისტური სამსახური, სადაც ისინი უკეთ გაეცნობიან პოლიციის რეფორმის სიახლეებს და საერთაშორისო საპოლიციო სამართლის პრაქტიკაში გამოყენების თავისებურებებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კურსზე რეგისტრაცია. დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ სმს. შეტყობინების სახით.

Print

« იხ. ყველა სიახლე