ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-10

პროექტი „იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატი საკორპორაციო სამართალში“.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) ორგანიზებით 16 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით ხორციელდება პროექტი „იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატი საკორპორაციო სამართალში“.

პროექტი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

რეგისტრაცია: 2017 წლის 2 მაისიდან 15 მაისის 23:59 სთ-მდე;
კაზუსის გამოქვეყნება: 16 მაისი;
ტრენინგები: 22 მაისი - 10 ივნისი.
წერილობითი პოზიციების მომზადება: 16 მაისი - 10 ივნისი;
საუკეთესო 8 გუნდის გამოვლენა: 10 ივნისი - 12 ივნისი;
მეოთხედფინალი: 16-17 ივნისი;
ნახევარფინალი: 20 ივნისი;
ფინალი: 21 ივნისი.

ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.

პროექტში მონაწილე გუნდის წევრთა მინიმალური რაოდენობაა 2, ხოლო მაქსიმალური - 4.

აპლიკაციის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატსა და შინაარობრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც წარუძღვებიან საქართველოში საკორპორაციო სამართლის მიმართულებით წამყვანი სპეციალისტები, ხოლო წერილობითი პოზიციების წარდგენის შედეგად შეირჩევა საუკეთესო 8 გუნდი, რომელიც პროექტის გამარჯვებულის სტატუსის მოსაპოვებლად შეერკინება ერთმანეთს.

ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.

პროექტში მონაწილეობა უფასოა!

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა , რომელიც უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისის 23:59 საათისა შემდეგ ელ. ფოსტაზე - corporatelaw.mootcourt@gmail.com  

  *სავალდებულოა ყველა ველის შევსება
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფეისბუქ გვერდი

 

Print

« იხ. ყველა სიახლე