ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-29

თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ


თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომელთაც დაასრულეს კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა LL. M. zu Köln.
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში (117-ე ოთახი), 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით.

თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა და დამტკიცება ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან (9 აპრილი) 10 დღის ვადაში.  
 
  შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში.

იხ. განცხადების ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე