ბეჭდვა |/ დახურვა |
იურიდიული ფირმა „ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ აცხადებს რიგით მეხუთე კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა მიმდინარე წლის 16 თებერვლამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ელექტრონულად შევსებული CV თანდართული სამოტივაციო წერილით, ნიშნების ფურცლის ამონაწერი და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge
თემის ველში უნდა მიუთითოთ: MKD სტიპენდია 2018
აკადემიური მოსწრებისა და სხვა აქტივობების (კონფერენციები, პროექტები, სტატიები) შეფასების შედეგად აირჩევა ერთ სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება ფირმის სახელობითი სტიპენდია.
გისურვებთ წარმატებას!