ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-24

ანტიკორუფციული კვირეული 2015!

2015 წლის 7-11 დეკემბერს, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ( ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ანტიკორუფციულ კვირეულს მართავს.

ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება და საჯარო ლექციები.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატი მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

  ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირების ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია და გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის. მოდელირების დასრულების შემდეგ, გაიმართება სერთიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, საჯარო ლექციას დაესწრება პირველი 100 დარეგისტრირებული სტუდენტი.

კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებ. გვერდზე: იხ. ბმული

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე