ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-25

თსუ-ის ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის ცენტრის სტიპენდია თსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის


თსუ-ის ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის ცენტრი OSF HESP-ის საგრანტო პროექტთან  Reforming Academic Governance and Administrative Management of Tbilisi State University ერთობლივად აცხადებს განაცხადების მიღებას ინტერდისციპლინური სასწავლო კურსების შექმნასა და განვითარებისთის განკუთვნილ აკადემიურ სტიპენდიებზე. გამარჯვებულს 4 თვის მანძილზე ჯამში მიეცემა 1100 აშშ დოლარი ინტერდისციპლინური სასწავლო კურსის შექმნისა და განვითარებისთვის. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 1 აპრილი. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

1.        განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება

1.1. განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბ. თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელ. ფოსტა;

1.2    თსუ-ის ფაკულტეტი, რომელზეც ის ასწავლის;

1.3    აკადემიური პოზიცია;

1.4    აკადემიური პოზიცია;

1.5    სწავლების გამოცდილება: რა კურსებს ასწავლის (დონეები, პროგრამები, უნივერსიტეტი);

1.6    CV (ქართულად და ინგლისურად).

2          კურსის აღწერა: მიზნები, ამოცანები, შედეწგები, სწავლების მეთოდოლოგია;

3          ძირითადი საკითხების ჩამონათვალი;

4          ანალოგიური კურსების სია, რომლებიც იკითხება დასავლეთის უნივერსიტეტებში (შესაბამისი ვებ-გვერდის მითითებით);

5          აკადემიური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იქნება შეთავაზებული შემუშავებული ინტერდისციპლინური კურსი, და სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, რომ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხევევაში კურსი შეყვანილი იქნება შესაბამისი სასწავლო პროგრამის კურიკულუმში.

 

შემუშავებული სასწავლო კურსი უნდა იყოს:

1.        უნდა იყოს 5-კრედიტიანი (45 საკონტაქტო საათითა და  80 საათით სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისთვის);

2.        იყოს ინტერდისციპლინური  (უნდა არსებობდეს დისციპლინებს შორის გადაკვეთა).

სასურველია, რომ კურსი იყოს ორენოვანი, ქართულ-ინგლისური. ორენოვან კურსებს მიენიჭებათ უპირატესობა გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენის მიზნისთვის (იხ. ქვემოთ განაცხადების შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმები).

სურვილის შემთხვევაში კურსი შეიძლება მომზადდეს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

 

განაცხადების შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმები

განაცხადებს განიხილავს ინტერდისციპლინური საბჭო, საგრანტო პროექტის მენეჯმენტთან ერთად. პროექტის შეფსადება შემდეგი კრიტერიუმებისა და ქულების საფუძველზე:

განმცხადებლის კვალიფიკაცია და გამოცდილება

 

 

15 ქულა

ენის ცოდნა (შეუძლია თუ არა განმცხადებელს ქართულ-ინგლისური კურსის მომზადება)

 

 

15 ქულა

კურსის ინტერდისციპლინურობა

 

 

30 ქულა

კურსის დიზაინი და ძირითადი საკითხების ჩამონათვალის ადეკვატურობა

 

 

30 ქულა

ანალოგიური კურსის არსებობა დასავლეთის უნივერსიტეტის კურიკულუმში

10 ქულა

 

 

 

სტიპენდიის  მიმღები პირები ვალდებულნი არიან ხელშეკრულების გაფორმებიდან  4 თვის თავზე   წარმოადგინონ:

1.        გაფართოებული სილაბუსი (30 გვ.) ქართულად და ინგლისურად (ინგლისურენოვანი სილაბუსის წარმოდგენა სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა აღნიშნული კურსის შეთავაზება ინგლისურ ენაზე);

2.        200-250 გვერდიანი რიდერი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).

მომზადებული კურსი გაივლის საერთაშორისო შეფასებას სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.  გამარჯვებული კანდიტატი ვალდებულია, რომ ინტერდისციპლინური კურსის მომზადებიდან 5 წლის განმავლობაში მინუმუმ 2 სემესტრის მანძილზე  წაიკითხოს აღნიშნული კურსი თსუ-ის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ან უზრუნველყოს სხვა პირის მიერ აღნიშნული კურსის წაკითხვა.

კონკურსის შედეგები  გამოცხადდება 2014 წლის 14 აპრილს. ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულთან მოხდება 2014 წლის 22 აპრილს.

განაცხადის წარდგენის მსურველმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაციები შეუძლიათ მიიღონ 26 და 27 მარტს, 16:00 საათზე თსუ-ის II კორპუსში, 336-ე ოთახში (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა). 

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
Print

« იხ. ყველა სიახლე