ბეჭდვა |/ დახურვა |
ფორუმი ჩატარდება 11 მაისს, ოთხშაბათს, თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტსაც და კურსდამთავრებულსაც).
დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტით: career@tsu.ge
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია. ღონისძიების მეტი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად გათვალისწინებულია თავად სტუდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი.
საჯარო სფეროდან იუსტიციის სახლი და ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;
საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;
სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი ელი, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი
კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia
მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება: ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა.
სამედიცინო სფერო: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა.
სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვები.
დასაქმების ფორუმის მონაწილეთა სრული სიის სანახავად მიჰყევით ბმულს!