ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-28

ცხადდება მიღება გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln"!

ცხადდება მიღება თსუ-სა და კიოლნის (გერმანია) უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ 
გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "  LL.M zu Köln".

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  1. ბაკალავრის დიპლომი სამართლის დარგში (ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ)
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / ID ბარათის ასლი
  3. 2 ფოტო სურათი 3X4 ფორმატში
  4. CV გერმანულ ენაზე
  5. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მინიმუმ B2 დონე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  6. შევსებული განაცხადის ფორმა გერმანულ ენაზე
დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ II კორპუსის #124 ოთახში, 10:00-18:00

მიღება იწარმოებს ამა წლის 1 ივნისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით!
Print

« იხ. ყველა სიახლე