ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-08

საჯარო ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“!

2015 წლის 16 აპირილი, 12:00 საათი, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია №107, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“.

საჯარო ლექციას ჩაატარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი.

" არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის " პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია, მისი საჯარო განხილვა პირველად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო- ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის – “ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველო ” – მხარდაჭერით მო მზადა.


საჯარო ლექციაზე რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს.
Print

« იხ. ყველა სიახლე