ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-08-25

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე- LL. M. zu Köln.


2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ს თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე- LL. M. zu Köln. გაიცემა კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი!
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ სამართლის ბაკალვრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მიღების ვადები:

• საბუთების მიღება - 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
• გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
• კომისიასთან გასაუბრება გერმანულ ენაზე - 18 სექტემბერი;
• დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 19 სექტემბერი;
• ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20 – 21 სექტემბერი
• საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი;
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 29 აგვისტო - 4 სექტემბერი - 10:00 - 17:00 სთ, ოთახი №124):
• განცხადება გერმანულ ენაზე (ივსება ადგილზე)
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია გერმანულ ენაზე (CV);
• ბაკალვრთან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2017 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
• ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ოთახი № 124.
საკონტაქტო პირები:
თამარ ბერიშვილი, ტელ :+99532 2 22 10 97, 577 713 000,
E-mail: tamar.berishvili@tsu.ge
მარიო შიუტცე, E-mail: schuetze.mario@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე