ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-21

მაგისტრანტობის კანდიდატების საყურადღებოდ!

 
  2015–2016 სასწავლო წლის მაგისტრატურაში მისაღები დადებითი (რანჟირებული) ქულის მქონე კონკურსანტთა სია მიმართულებების მიხედვით.
კერძო სამართლის მიმართულება (ფაილი )
სისხლის სამართლის მიმართულება (ფაილი)
საჯარო სამართლის მიმართულება (ფაილი)
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ფაილი)

მაგისტრანტობის კანდიდატები ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ 21–23 სექტემბერს  (თსუ II კორპუსი, ოთახი 126) 09:00–დან 18:00 საათამდე და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას.


სათადარიგო სიაში მყოფ მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე არსებული ადგილები არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები,  23 სექტემბერს 18:00 საათის შემდეგ   ფაკულტეტის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

Print

« იხ. ყველა სიახლე