ბეჭდვა |/ დახურვა |
იურიდიული ფირმა „
მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური
“
(MKD)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტთან თანამშრომლობით
აცხადებ
ს
კონკურსს “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი
2014“.
კონკურსი განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ
ესსეს დაწერა თემაზე კერძო სამართლის სფეროდან.
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ კონკურსის 3 გამარჯვებულს
(პირველი, მეორე და მესამე ადგილი) გადასცემს შესაბამის
ფულად პრიზს
.
მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად
ქართულ ენაზე და პირადობის მოწმობის ასლთან ერთად გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
law@tsu.ge (თემის ველში მიუთითეთ: კონკურსი „საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი 2014“)
.
ნაშრომის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 ნაბეჭდ გვერდს 1,5-იანი ინტერვალით
და 12-იანი
Sylfaen
-ის შრიფტით. საკონკურსო ნაშრომი უნდა ასახავდეს ავტორის პირად ხედვას
მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
ესსეები მიიღება მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით.
შემოსული ესსეების შეფასების ძირითად კრიტერიუმებად განიხილება ორიგინალური
აზროვნება, ანალიტიკა და თემის ცოდნა
.
გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება საბუთების მიღების ვადის დასრულებიდან
2 კვირის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!