ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-08-21

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადრებოდ!

2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები

თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში 2013 წლის 16 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (განცხადების ფორმა):
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება 27 სექტემბერს. სტუდენტმა თან უნდა იქონიოს სამაგისტრო თემის სავარაუდო სტრუქტურის ქაღალდური ვერსია (დაზუსტებულ ინფორმაციას გაცნობებთ მოგვიანებით).
სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება იწარმოებს 2014 წლის 20 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში მაგისტრატურის კოორდინატორებთან (126–ე ოთახი).
სამაგისტრო ნაშრომს აუცილებლად უნდა დაერთოს ავტორის ახსნა–განმარტება პლაგიატის არარსებობის შესახებ (იხ. დანართი).
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).
თემის ხელმძღვანელობის უფლება აქვს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს (იხ.) ან მოწვეულ პედაგოგს, რომელიც ჩართულია სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში (იხ. ცხრილი).

Print

« იხ. ყველა სიახლე