ბეჭდვა |/ დახურვა |
2020 წლის 7 ოქტომბერს 13:00 – 15:00 სთ.-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულება აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდთან თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო ლექციაზე გენდერისა და სამართლის სფეროში - „მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი: პროფესიონალი, რომელმაც შეცვალა სამართლებრივი გარემო გენდერული თანასწორობისთვის“.
საჯარო ლექცია ორგანიზებულია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფის , გენდერისა და სამართლის სასწავლო კურსის განახლებისა და მედიაციის პროცესში სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტის" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (PROLoG) პროექტის მიერ.
საჯარო ლექციის მომხსენებელი:
პროფ. ქეთევან ხუციშვილი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის ფორმატი: zoom-ის შეხვედრა; შეხვედრაზე რეგისტრირებული პირები მიიღებენ ტექნიკურ მონაცემებს.
ბმული ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის