ბეჭდვა |/ დახურვა |
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის , პროგრამის - Netzwerk Ost-West - ფარგლებში 1996 წელს საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა გაცვლით იურიდიულ სემინარ – კონფერენციას , რომლის ხანგრძლივობა ორ კვირას შეადგენს . სემინარის პირველი ნაწილი ტარდება თბილისსა და ბათუმში , მეორე ნაწილი კი ბერლინში . სამეცნიერო ხასიათის გარდა , სემინარი შეიცავს მრავალ კულტურულ და გასართობ ღონისძიებას .
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ - დან და ასევე ათი სტუდენტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან . მონაწილეები სამეცნიერო ხელმძღვანელების დახმარებით გერმანულ ენაზე ამუშავებენ კონკრეტულ თემებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან , ახდენენ მათ პრეზენტაციას , რაზეც იმართება დისკუსიები , ხდება ქართული და გერმანული სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთშედარება .
სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები და ენიჭებათ კრედიტები . პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა შორის სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას .
ყოველი სემინარი აქტუალურ და პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება . სასემინარო თემების შერჩევა ხდება პროგრამის გერმანელი და ქართველი სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ .
2015 წლისთვის ზოგად სასემინარო თემად განისაზღვრა „Handlungsspielräume von Staat und Bürgern ‘‘ .
პროგრამაში მონაწილეობის ყველანაირი ( დაგეგმილ ღონისძიებათა , სასტუმროს , ტრანსპორტის , კვების და სხვა ) ხარჯი ფინანსდება პროგრამის მხარდამჭერი გერმანული ორგანიზაციების მიერ . ქართული მხარის მიერ პროგრამის სიმბოლურად ფინანსური მხარდაჭერისთვის კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილე სტუდენტები შენატანის სახით იხდიან მხოლოდ 60 ევროს , რომელიც მოხმარდება სემინარის ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებას .
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები,სადაც მითითებული იქნება მათ მიერ მიღებული ქულის რაოდენობა.
კონკურსანტებს მოეთხოვებათ :
• გერმანული ენის კარგი ცოდნა , როგორც მეტყველების ისე წერის მხრივ
• კომუნიკაბელურობა და ნაშრომის პრეზენტაციის უნარი
• კონკურსზე დაიშვებიან ივ . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო , სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები , ასევე დოქტორანტები .
ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტებისა და კონკურსის ვადების შესახებ იხილეთ დანართში გერმანულ ენაზე
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეები ( თანდართული სურათით ) მისამართზე ostwestnetzwerk@gmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 26 მარტი 24:00 საათი .
გასაუბრება ჩატარდება 29 მარტს, თსუ მეორე კორპუსში, ჭავჭავაძის 3.
კონტაქტი:
მარიამ დვალიშვილი- 571 45 22 33
ნიკა სერგია- 597 42 77 66
ostwestnetzwerk@gmail.com