ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-10

კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრი


თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში   მონაწილეობის მისაღებად .

შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას ახორციელებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი .

შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს   USAID/PROLoG- ის პროგრამა და   აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).  

ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ

შეჯიბრის მიზნებია : 1) სტუდენტებისთვის კლიენტთა კონსულტირების მნიშვნელოვანი უნარების განვითარება , რომელიც ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და 2) სტუდენტებისთვის შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიცემა და ამ უნარების დახვეწის შესაძლებლობა .

კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან :

ტრენინგი

ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს . ტრენინგი ჩატარდება ლექციებისა და უნარ - ჩვევების დემონსტრირების ფონზე , რისთვისაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები იზრუნებენ . ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კლიენტთა კონსულტირების სიმულაციურ სესიებში და მოისმინონ ექსპერტების შეფასება

ტრენინგი ჩატარდება    2017 წლის 9-10 თებერვალს   თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში .

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები გადაინაცვლებენ შეჯიბრის ეტაპზე .

შეჯიბრი

შეჯიბრზე თითოეული გუნდი შეასრულებს ადვოკატის როლს სიმულირებულ იურიდიულ ფირმაში . გუნდებს აქვთ 45 წუთი , რათა შეხვდნენ ახალ კლიენტს , გამოარკვიონ კლიენტის პრობლემა , მისცენ რჩევა , გაუწიონ კონსულტაცია და ჩაებან კონსულტაციის შემდგომ დისკუსიაში შესაბამის უნარ - ჩვევათა ეფექტურობა   შეფასდება   მოსამართლეების მიერ გამარჯვეული გუნდი დასახელდება ეროვნულ ჩემპიონად . ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება გაემგზავროს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრზე ( შეჯიბრის ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული გუნდის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრებას . აღნიშნული გამარჯვებული გუნდის პასუხისმგებლობაა ).

შეჯიბრი ჩატარდება   2017 წლის 11-12 თებერვალს   თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში .

გუნდების რეგისტრაცია

თითოეული   უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი გუნდი , რომელიც შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან .

კანდიდატები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის   ბაკალავრიატის (III-IV კურსი )   ან   მაგისტრატურის   სტუდენტები , რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული ადვოკატის , პროკურატურის , მოსამართლის , ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდები ან / და არ არიან შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები , რომლებსაც ანალოგიურ ტრენინგში გასულ წლებში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა .

გუნდებმა   რეგისტრაციისთვის   უნდა   გამოაგზავნონ გუნდის შემადგენლობა და თითოეული წევრის   CV   შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :   law@tsu.ge   თემის ველში უნდა მიეთითოს :

 

შეჯიბრი

რეგისტრაციის ვადა :   2017 წლის 13 იანვრის 18:00 საათამდე

შენიშვნა :

გუნდის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს გამოგზავნილი ერთ ფაილად   PDF   ფორმატში .

Print

« იხ. ყველა სიახლე