ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-15

კოპერნიკუსის სტიპენდია სტუდენტებისათვის

კოპერნიკუსი არის რეგისტტრირებული სტუდენტური გაერთიანება, რომელიც შუა, ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ვრცელდება და ყოველ სემესტრში 12 სტუდენტისთვის გამოყოფს სტიპენდიას. სტიპენდია მოიცავს სტუდენტის ნახევარწლიან დაფინანსებას ჰამბურგის, მიუნხენის ან ბერნილის უნივერსიტეტში და ორთვიან პრაქტიკას გერმანულ საწარმოში ან ორგანიზაციაში.

 ამასთან ერთად, სტიპენდიანტის დაფინანსება ფარავს ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევასა მატარებლით მგზავრობას, რომლისთვისაც გამოიყოფა ყოველთვიური დახმარება.

კოპერნიკუსის პროგრამა ვრცელდება შემდეგი სპეციალობის სტუნედტებზე: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

კოპერნიკუსის პროგრამა იწყება ორჯერ წელიწადში: 1 აპრილს ან 1 ოქტომბერს.

 

დამტებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  www.copernicus-stipendium.de

E-Mail:  info@copernicus-stipendium.de

Print

« იხ. ყველა სიახლე