თსუ იურიდიული ფაკულტეტი თბილისის ღია უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გაზაფხულის სემესტრიდან, საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას უფასოდ. მეცადინეობები ჩატარდება კონფუძის კლასში, თბილისის ღია უნივერსიტეტის შენობაში, მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
კურსის ინტენსივობა: კვირაში 2 საათი
(ინტენსივობა შესაძლებელია გაიზარდოს სტუდენტთა მოთხოვნიდან გამომდინარე).
სალაპარაკო დონის მიღწევის შემდგომ, სტუდენტებს შეუძლიათ გავიდნენ ჩინური ენის გამოცდაზე და მიიღონ სრული დაფინანსება ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.
რეგისტრაცია შესაძლებელია
sms.tsu.ge ელექტრონული ბაზიდან, გრაფა: სარეგისტრაციო განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ნინო სეფაშვილს, 592 734 400;
n.sepashvili@openuni.edu.ge.