ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი მუხლი" ახორციელებს პროექტს "საქართველოს პარლამენტის იმიტირებული საპარლამენტო სხდომები,"
პროექტის მიზანია პარლამენტის შიგნით თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფორმატში მომავალი საქმიანობისთვის პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში ახალგაზრდობის ინფორმირებული ჩართულობის განვითარება.
ორგანიზაცია "პირველი მუხლი" იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის) სტუდენტებს (4-წევრიან გუნდებს, მათ შორის, ერთი გუნდის კაპიტანი) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
** I რაუნდი - მოქმედი კანონის კრიტიკული ანალიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით;
** II რაუნდი - ამავე კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის მომზადება;
** III რაუნდი - მომზადებული კანონპროექტის წარდგენა კომიტეტის სხდომაზე და მოწინააღმდეგე გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ოპონირება
პროექტით გათვალისწინებულია კონკურსის მონაწილეებისთვის შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მათი იმ თეორიული ცოდნით, ინფორმაციითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვის მიზნით, რაც აუცილებელია აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად; ასევე, კონკურსის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტში სასწავლო ვიზიტში საპარლამენტო კომიტეტებისა და დეპარტამენტების მუშაობის ადგილზე გაცნობის მიზნით.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო სპიკერი და საუკეთესო კაპიტანი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული
სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ მისამართზე:
info@article1.ge.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი.