ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-01

Elsa საქართველო

ელსა საქართველოს ვიცე - პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის სფეროში ( AA) აცხადებს აპარატში მიღებას . გამოიყენეთ შანსი და უფრო აქტიურად ჩაერთეთ ორგანიზაციის საქმიანობაში !
აკადემიური საქმიანობის აპარატი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით :
1.
იმიტირებული პროცესები ;
2.
სამართლებრივი დებატები ;
3.
ესეების ჩემპიონატები ( ნაშრომების კონკურსები );
4.
სამართლებრივი კვლევის ჯგუფები ;
5. L@W Events;
6. ELSA @ Schools.

აპარატების საქმიანობისა და ძირითადი ფუნქციების გაცნობის მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს - www.elsa.ge

აპარატის წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
კომუნიკაბელურობა ;
მოტივირებულობა ;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი ;
შრომისმოყვარეობა ;
პასუხისმგებლობის გრძნობა ;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;
უცხო ენების ცოდნა .

შესარჩევი ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან :
1.
პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე : aa.elsageorgia@gmail.com
2.
მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება

აღნიშნული დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი 23:59 საათი !
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ :
577 506 908
თამთა ზაალიშვილი

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად !
Print

« იხ. ყველა სიახლე