ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-02

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!


 იურიდიული ფაკულტეტი 201 6 წლის აგვისტოში აცხადებს    შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის    08.06.2016 წლის N 92/01-01 ბრძანების თანახმად:

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 201 6 წლის 18 აგვისტოდან     19 აგვისტოს ჩათვლით .

2.   შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 201 6 წლის 22 აგვისტოდან 26 აგვისტოს  ჩათვლით .

 

3.   შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 201 6 წლის 29 აგვისტოს.

 

4.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 201 6 წლის 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის  ჩათვლით.

 

5 . საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების ( ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ) გაფორმება - განხორციელდება 201 6 წლის 2-5 სექტემბრის ჩათვლით.

6.   შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 201 6 წლის 7 სექტემბერს.

 

იხილეთ ბმული:

/ge/juridical/orders/jZIp03P1AK0GpAQuM/?p=1

 

მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge/StudMobiloba/

 

  დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.

 

   შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს დარეჯან  მურაჩაშვილს T-577-23-38-58,    2–29–08–19

Darejan.murachashvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე