იურიდიული ფაკულტეტი 2019 წლის აგვისტოში აცხადებს შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 26.06.2019 წლის
N159/01-01 ბრძანების - თანახმად:
1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.
2. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2019 წლის 27 აგვისტოს.
3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2019 წლის 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
4. საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2019 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
5. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2019 წლის 6 სექტემბერს.
სტუდენტები დარეგისტრირებას შეძლებენ www.lms.ge -დან.
დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92
teona.gognadze@tsu.ge