ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-08-25

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე " საჯარო მმართველობა"


2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე " საჯარო მმართველობა".
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა)  პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის , ეკონომიკის , ისტორიის , ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერების დარგში.
ბ)  საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით დაძლევა (ტესტის ტიპი A, B, C)
გ)  ინგლისური ენა (B2 დონე )
დ)  გასაუბრება (ინგლისურ ენაზე) გერმანელ და ქართველ პროფესორებთან

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მიღების ვადები:
• საბუთების მიღება - 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
• გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8-12 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
• კომისიასთან გასაუბრება ინგლისუ ენაზე - 9-10 სექტემბერი;
• კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 15 სექტემბერი;
• ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 18 - 20 სექტემბერი
• საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი
• ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ, თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 124.):
• განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV);
• ბაკალვრთან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2017 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
• ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ოთახი № 124.
საკონტაქტო პირები:
თამარ ბერიშვილი, ტელ :+99532 2 22 10 97, 577 713 000,
E-mail: tamar.berishvili@tsu.ge
გვანცა მაღრაძე, ტელ.: 599379222
E-mail: gvantsa.magradze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე